"ვფიქრობ, არსენალმა ჩვენზე ბევრად უკეთ ითამაშა" - ჯეკ გრილიში
გუშინ "მანჩესტერ სიტიმ" "არსენალთან" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, რაშიც ჯეკ გრილიშმა დიდი წვლილი შეიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ, ინგლისელმა გულწრფელი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "არსენალმა" მათზე უკეთესად ითამაშა.
"გულწრფელად, რომ გითხრათ ვფიქრობ, კარგად არ გვითამაშია. "არსენალმა" ჩვენზე ბევრად უკეთ ითამაშა. მათ რამდენიმე მომენტიც ჰქონდათ. თუ ტიტულების მოგება გინდა, მაშინაც კი, როცა საუკეთესო ფორმაში არ ხარ ასეთი შეხვედრები უნდა მოიგო." - განაცხადა ჯეკმა.
🗣 "I think Arsenal played a lot better than us"
— Amazon Prime Video Sport (@primevideosport) February 15, 2023
An honest assessment from Jack Grealish after Man City's win 🔵#PLonPrime #ARSMCI pic.twitter.com/MxDwpPVw50
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გუშინ "სიტი" თავის თავს არ ჰგავდა და გვარდიოლას გუნდის ბურთის ფლობა მხოლოდ 36% იყო. ამ ფაქტით თავად გრილიშიც აღშფოთებული იყო და აღნიშნა, რომ ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ სურდა.
პრემიერ ლიგაში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. ახლა "არსენალსა" და "მანჩესტერ სიტის" თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ (51). თუმცა, ბურთების უკეთესი შეფარდებით პირველ ადგილზე "ქალაქელები" იმყოფებიან.
აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ორივე გუნდს რთული შეხვედრები თითქმის არ აქვს დარჩენილი. როგორც ლონდონელებს, ისე მანჩესტერელებსაც, დიდი ექვსეულის გუნდებიდან მხოლოდ "ლივერპულთან" და "ჩელსისთან" უწევთ შეხვედრა. თუმცა, მთავარი მატჩი ამ ორ გუნდს შორის 26 მარტს, "ეტიჰად სთეიდიუმზე", 23:00 საათზე შედგება.
მომდევნო ტურში "არსენალის" მეტოქე "ასტონ ვილა" იქნება, "სიტი" კი, "ნოტინგემს" დაუპირისპირდება.