Belive

ჰენდერსონის შემდეგ მილენკოვიჩ-სავიჩიც?! - სერბს ლაციოში დაბრუნება სურს

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საუდის არაბეთში წასული ფეხბურთელებიდან, სერბი მილენკოვიჩ-სავიჩი კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელსაც მიაჩნია, რომ დიდი შეცდომა დაუშვა და საუდის არაბეთიდან ევროპაში დაბრუნება სურს.

როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის სერბი ფეხბურთელი საუდის არაბეთში "ლაციოს" მთავარ მწვრთნელსა და მესვეურებს შეხვდა და განუცხადა, რომ მას ევროპაში სასწრაფოდ დაბრუნება სურს, რადგან მან ალღო ვერ აუღო საუდის არაბეთის ჩემპიონატს და მისთვის შესაფერისი არ აღმოჩნდა.

28 წლის სერბმა ნახევარმცველმა "ბიანკოჩელესტი" გასულ ზაფხულს, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა და საუდის არაბულ კლუბ "ალ ჰილალთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისმა საქციელმა რომში გულშემატკივრები აღაშფოთა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ის ფუჭად კარგავდა თავისი კარიერის დიდებულ პერიოდს.

მილინკოვიჩ-სავიჩი საუდის არაბეთის პრო ლიგაში საკმაოდ ძლიერად გამოიყურებოდა, 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო კვირების განმავლობაში ბევრმა მოთამაშემ, რომლებიც შეუერთდნენ საუდის არაბეთის კლუბებს, დაიწყეს გამოსავლის ძებნა, მათ შორის რობერტო ფირმინომ და კარიმ ბენზემამაც. ასეთი ფეხბურთელი აღმოჩნდა ჯორდან ჰენდერსონი, რომელიც საუდის არაბეთიდან ევროპაში, კერძოდ კი "აიაქსში" დაბრუნდა.

როგორც იტალიური მედია "Il Messaggero" (La Lazio Siamo Noi-ის მეშვეობით) იტყობინება, მილენკოვიჩ-სავიჩი შეხვდა "ლაციოს" მთავარ მწვრთნელ - მაურიციო სარის და კლაუდიო ლოტიტოს შაბათს, რიადის აეროპორტში, რათა კლუბში დაბრუნების შესახებ ესაუბრა.

შეგახსენებთ. რომ მილენკოვიჩ-სავიჩი "ლაციოში" 2015/2016 წლების სეზონიდან 2022/2023 წლების სეზონის ჩათვლით თამაშობდა. მან დედაქალაქური კლუბის მაისურით 341 მატჩი ჩაატარა, სადაც 69 გოლის გატანა და 59 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები