პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი მოჰამედ სალაჰს შეხვდა
Sports Zone-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მაროკოში "ლივერპულის" ფორვარდს მოჰამედ სალაჰს შეხვდა.
როგორც ჩანს პარიზული კლუბი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აპირებს. "პსჟ-ს" თითქმის ყველაფერი დასრულებული აქვს უგარტესთან და ასენსიოსთან. პარიზელები ასევე ბერნარდუ სილვას დამატებასაც ცდილობენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნასერ ალ-ხელაიფი მესის შემცვლელად სწორედ სალაჰს მოიაზრებს. აღსანიშნავია, რომ პარიზული კლუბის პრეზიდენტსა და ეგვიპტელ შემტევს კონტაქტი კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აქვს.
🚨🗣️Paris Saint-Germain’s President Nasser Al-Khelaifi has met with Liverpool Mohamed Salah for a potential transfer move #PSG
— 𝗣𝗛𝗜𝗟𝗜𝗣 𝗠𝗘𝗟𝗢 (@Philipmelo126) June 15, 2023
🔘Salah is one of the players that Al Khelaifi has sounded out to gauge his interest in a potential move.🇪🇬🔵🔴 pic.twitter.com/YpXEQscDCQ