ვოიცეხ შჩესნი: "პირველი ლევანდოვსკიმ დამირეკა - უარის თქმა უბრალოდ არ შემეძლო"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პოლონელმა მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ კარიერის დასრულების შესახებ უკვე გამოაცხადა, თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, რადგან "ბარსელონას" წინადადებაზე მან უარი ვერ განაცხადა და კარიერა კვლავ განაახლა, რამდენიმე წუთის წინ კი "ბარსელონამ" შჩესნის ტრანსფერი გააოფიციალურა და უკვე ცნობილია, რომ იგი კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.
კატალონიური კლუბი პოლონელ მეკარეს, ხელფასის სახით, წელიწადში 3 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს გადაუხდის.
President 🤝 Szczęsny pic.twitter.com/SV9gxHLqe7
— FC Barcelona (@FCBarcelona) October 2, 2024
ახალ კლუბთან კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ, გამოცდილმა პოლონელმა მეკარემ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ვამაყობ, რომ ამ საოცარი ოჯახის ნაწილი გავხდი. ლევანდოვსკი იყო პირველი ადამიანი, ვინც დამირეკა და მკითხა დაბრუნების შესაძლებლობაზე, რაზე პასუხის გაცემაც ძალიან გამიჭირდა.
ბარსელონას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ამ კლუბში თამაში უდიდესი პასუხისმგებლობაა. მიხარია, რომ უკვე ვგრძნობ ბარსელონას გულშემატკივრების დიდ სიყვარულსა და პატივისცემას.
დამაჯერებლობა დამჭირდა. თავიდან დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მზად ვიყავი ახალი გამოწვევისთვის, მაგრამ ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან საუბრის შემდეგ მათ მითხრეს, რომ ძალიან სულელი ვიქნებოდი, რომ არ მიმეღო მსგავსი შეთავაზება - სწორედ ამის შემდეგ დავეთანხმე ბარსელონას წინადადებას.
მზად ვარ და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს კარგად გავუმკლავდები. მოუთმენლად ველი თამაშს." - ვოიცეხ შჩესნი
შეგახსენებთ, რომ ბარსელონას პირველმა მეკარემ, ტერ შტეგენმა მუხლზე უმძიმესი დაზიანება მიიღო და გერმანელს მთელი სეზონი გაუცდება.