Belive

როდრიმ ვალენსიას კაპიტანს დაურეკა და ბოდიში მოუხადა

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გასულ კვირას გამართული ვალენსიასა და ბარსელონას დაპირისპირებიდან რამდენიმე საათში, როდრი ერნანდესმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა. ნახევარმცველი „მესტალიაზე“ გამართული მატჩისას ნათქვამი სიტყვების გამო ვალენსიას კაპიტანს დაუკავშირდა და ბოდიში მოუხადა.

Movistar+-ის გადაცემა El Día Después-ის კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ეუბნებოდა როდრი პაუ კუბარსის - „ძალიან სუსტები არიან...“ (ვალენსიას ფეხბურთელებზე).

სათადარიგო სკამზე როდრის კუბარსისთან საუბარი გაშიფრულია: ძალიან სუსტები არიან, ესენი უძლურები არიან, ძმაო. შეხედე როგორ თამაშობენ და რა დღეში არიან. შარშან მერამდენე ადგილზე დაასრულა ვალენსიამ? რაზეც ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა უპასუხა: „ევროტურნირების ზონასთან ახლოს“. როდრიმ გაოცება ვერ დამალა და პირღია დარჩა.

ეს სიტყვები საჯარო გახდა და ვალენსიას ფეხბურთელებისთვის, შესაძლოა, შეურაცხმყოფელი ყოფილიყო, რაც კატალონიელთა ნახევარმცველის განზრახვაში ნამდვილად არ შედიოდა. ეს იყო ჩვეულებრივი, მოედანზე სათქმელი ფრაზები, თუმცა სატელევიზიო ეთერში მოხვედრის შემდეგ, თემამ დიდი რეზონანსი გამოიწვია - სწორედ ამიტომ, როდრიმ უყოყმანოდ დაურეკა ხოსე ლუის გაიას, რომელსაც ესპანეთის ეროვნული ნაკრებიდან იცნობს (ისინი 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადშიც ერთად იყვნენ) და სიტუაცია პირადად განუმარტა.

სხვა სტატიები