Belive

ერტუღრულ დოღანი: "სალაჰის ტრანსფერით 10 მილიონი ევრო უკვე გამოვიმუშავეთ"

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტრაბზონსპორმა ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის დამატება ოფიციალურად დაადასტურა.

თურქულმა კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 34 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.​ ტრაბზონსპორისთვის ეგვიპტელის ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენა გახლდათ.

შეთანხმების თანახმად, სალაჰი თითოეულ სეზონში 23 მილიონ ევროს მიიღებს, ასევე საზღვარგარეთ მისი სახელით ტრაბზონსპორის მაისურების გაყიდვიდან მიღებული მოგების 10%-ს, ხოლო ქვეყნის შიგნით მსგავსი პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული მოგების 25%-ს.

ტრაბზონსპორის პრეზიდენტმა - ერტუღრულ დოღანმა, მოჰამედ სალაჰის ხმაურიანი ტრანსფერის ფინანსურ მხარეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეგვიპტელი ვარსკვლავის დამატებამ კლუბს უკვე მოუტანა კოლოსალური შემოსავალი. მისი თქმით, ტრანსფერის განხორციელებიდან სულ რაღაც სამ დღეში კლუბმა ფეხბურთელის ნახევარი წლის ხელფასი სრულად ამოიღო.

„სალაჰის მოსვლიდან სამი დღის განმავლობაში ჩვენ უკვე დავფარეთ ნახევარი წლის ხელფასი. მხოლოდ სეზონური ბილეთების გაყიდვით 10 მილიონი ევრო გამოვიმუშავეთ, სადაც ჯერ მაისურების გაყიდვის სტატისტიკაც კი არ არის გათვალისწინებული. რამდენიმე დღეში სრულად ამოვიღებთ იმ თანხას, რომელიც ამ ტრანსფერზე გამოვყავით“ - ერტუღრულ დოღანი

კლუბის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სალაჰისთვის თურქეთში გადმოსვლა მხოლოდ ფინანსური ინტერესებით არ ყოფილა განპირობებული.

'საქმე მის ხელფასს არასდროს ეხებოდა. ის მოვიდა იმისთვის, რომ ჩვენი გულშემატკივრების უსაზღვრო სიყვარული გამოეცადა და ეგრძნო.“ - ერტუღრულ დოღანი

ლივერპულიდან გასული სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოსულმა სალაჰმა მერსისაიდულ გუნდში ყოფნის პერიოდში ორჯერ მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა, ასევე ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი.

სხვა სტატიები