Belive

ვლაჰოვიჩი ცალი ფეხით ბეშიქთაშშია, მაგრამ ბარსელონაში თამაში სურს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერბი ფეხბურთელი დუშან ვლაჰოვიჩი, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა ახალი და კარგი შემოთავაზების მოლოდინშია. 26 წლის ფორვარდის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს, მაგრამ თავად ვლაჰოვიჩი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რადგან მას ბარსელონაში თამაში სურს, ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

დუშან ვლაჰოვიჩი ბოლოს იუვენტუსში ასპარეზობდა, მაგრამ მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტია და თურქეთიდან, კერძოდ ბეშიქთაშიდან მას კარგი შეთავაზებაც აქვს, მაგრამ ჯერ მათთვის არ უპასუხია, რადგან ისევ კამპ ნოუზე ფიქრობს. წყაროს ცნობით, სერბ ფეხბურთელს ბეშიქთაშისგან მრავალმილიონიანი შეთავაზება აქვს, უფრო კონკრეტულად ის თურქული კლუბისგან 5 მილიონიან ბონუსს და 10 მილიონი ოდენობის ხელფასს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ის სტამბოლში კლუბის ხელმძღვანელებს უკვე შეხვდა, მაგრამ პასუხი იგვიანებს და შესაძლოა სერბის მიმართ ინტერესი მათ ნელ-ნელა გაუქრეთ.

ესპანური გამოცემა ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვლაჰოვიჩი უკვე შეხვდა დეკოს, ბარსელონას სპორტულ დირექტორს და თვლის, რომ მას შეუძლია შეავსოს ლევანდოვსკის მიერ დატოვებული სიცარიელე. გუნდს თავისუფალი აგენტის დამატება აწყობს, მაგრამ გაურკვეველი ვითარებაა და უახლესი ცნობები ძალიან მალე გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები