"იამალს კონკურენტად არ აღვიქვამ" - რაფინია
კატალონიური გრანდის ვარსკვლავმა მომავალი წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების შესახებ ისაუბრა, სადაც სპორტული ჟურნალისტების უმრავლესობის აზრით, ფავორიტთა შორის რაფინია და ლამინ იამალი იქნებიან.
ჟურნალისტის კითხვაზე, აღიქვამს თუ არა იამალს კონკურენტად, რაფინიამ უპასუხა, რომ თანაგუნდელისა და მეგობრის გამარჯვება, მას მხოლოდ გაახარებს.
ყველაფერს გავაკეთებ კლუბისთვის და არა ინდივიდუალური ჯილდოსთვის. კლუბის ინტერესებს ყოველთვის უფრო წინ ვაყენებ, ვიდრე საკუთარს.
ლამინს კონკურენტად არ აღვიქვამ. მინდა, რომ მან მხოლოდ საუკეთესოს მიაღწიოს. დარწმუნებული ვარ ისიც იგივეს იტყვის ჩემზე. იმ შემთხვევაში თუ ოქროს ბურთს იამალი მოიგებს, უზომოდ ბედნიერი ვიქნები. - რაფინია.
🚨 Raphinha on if Lamine can be a rival for 2027 Ballon d’Or: “I don't see Lamine as a rival to me! I want him to achieve the very best possible, he would say the same thing”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 6, 2026
“Then if he wins it, I will truly be extremely happy”. pic.twitter.com/VvHQyECmfD
კატალონიური გრანდის ორივე ვარსკვლავი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ლა ლიგის 11 ტურის შემდეგ, რაფინია 15 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით ბომბარდირთა დავას ლიდერობს - ლამინ იამალის ანგარიშზე კი 10 გოლი და 7 ასისტია.