ლაპორტა: "ლაუტარო მარტინესის შეძენა ნებისმიერ ფასად გვინდოდა"
ჟოან ლაპორტამ გულწრფელად ისაუბრა აგვისტოს ბოლოს გამართულ მოლაპარაკებებზე, რომლის დროსაც ბარსელონა ლაუტარო მარტინესის შეძენას ცდილობდა. მანამდე, დეკომ მოლაპარაკებების რამდენიმე დეტალიც გაამხილა, თუმცა ახლა, ლაპორტამ თავად დაადასტურა კლუბებს შორის კონტაქტი და მოლაპარაკებების მიმდინარეობა განმარტა.
კატალონიურ გაზეთ "Sport"-ის ცნობით, ლაპორტამ მიანიშნა, რომ ლაუტარო ბარსელონაში გადასვლის წინააღმდეგი არ იყო, თუმცა კლუბმა ინტერისა და მისი პრეზიდენტის, ჯუზეპე მორატას მიმართ პატივისცემის გამო, მოლაპარაკებები აღარ გააგრძელა. კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ჰანსი ფლიკზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანელის წყალობით, კლუბი უკვე მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორისაა.
ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მზად ვიყავით, მის სანაცვლოდ ნებისმიერი ფასი გადაგვეხადა თუმცა, ინტერმა უარი გვითხრა. კლუბს უნდოდა, რომ მარტინესი შეენარჩუნება. ჯუზეპე მორატასადმი პატივისცემის გამო კი, ჩვენ ეს საკითხი დავხურეთ.
ჩვენი ბოლოდროინდელი თამაშებიდან გამომდინარე, ბარსელონამ კიდევ ერთხელ მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება. ეს კი ფლიკის დამსახურებაა, რომელმაც ჩვენგან უდიდესი აღფრთოვანება და ნდობა დაიმსახურა. თუმცა გუნდის შიგნით საკუთარ თავებს ყოველთვის ვახსენებთ, რომ ამ ყველაფრის გამო, თვითკმაყოფილები არ ვიყოთ. როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს გუნდი, ყოველი თამაშის მოსაგებად, ახლიდან გიწევს ბრძოლა. - ჟოან ლაპორტა
🚨🔵🔴 Barcelona president Laporta: “I’ve tried in every way to get Lautaro Martínez in August”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 30, 2026
“He’s an excellent striker, we wanted him at Barça. I personally called Inter president Marotta and he immediately stopped me: no chance”.
“He was not for sale and I respect Inter… pic.twitter.com/lFm6HR2LTR