Belive

ვლაჰოვიჩი პირველია - სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები და მწვრთნელები

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ტურინის ,,იუვენტუსის'' თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩია, რომლის ხელფასი თვეში 1,62 მილიონი ევროა.

L'Equipe-ს ცნობით, სერბი შემტევის ანაზღაურება მეორეადგილოსან ლაუტარტო მარტინესის ხელფასს 230 000 ევროთი აღემატება. სამეულში, ასევე პაულო დიბალა მოხვდა, რომელიც ხელფასის სახით თვეში 1,08 მილიონ ევროს იღებს.

5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი სერია A-ში (მოცემულია თვიური ხელფასები):

  1. დუშან ვლაჰოვიჩი - 1 620 000 ევრო

  2. ლაუტარო მარტინესი - 1 390 000 ევრო

  3. პაულო დიბალა - 1 080 000 ევრო

  4. ნიკოლო ბარელა - 1 000 000 ევრო

  5. ჰაკან ჩალჰანოღლუ - 930 000 ევრო

რაც შეეხება მწვრთნელებს, იტალიის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტები ,,ინტერსა'' და ,,ნაპოლის'' ჰყავთ - სიმონე ინძაგისა და ანტონიო კონტეს თვიური ხელფასი 1 000 000 ევროა.

3 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი სერია A-ში (მოცემულია თვიური ხელფასები):

  1. ანტონიო კონტე - 1 000 000 ევრო

  2. სიმონე ინძაგი - 1 000 000 ევრო

  3. ჯან პიერო გასპერინი - 380 000 ევრო

სერია A-ს 29 ტურის შემდეგ, პირველ ადგილს 64 ქულით ,,ინტერი'' იკავებს, რომელიც მეორეადგილოსან ,,ნაპოლის'' 3 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები