"პარი სენ-ჟერმენი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს" - მიშელ პლატინი
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა, მან თქვა, რომ როგორც ფრანგი პსჟ-ს გულშემატკივრობს.
ბოლოს ინტერის თამაში, მგონი, 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვნახე, დიახ თუ 2010 წელი იყო... მაშინ ჟოზე მოურინიო იყო მწვრთნელი, მას შემდეგ მათი თამაში არ მინახავს, ასე რომ, ინტერზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, რადგან მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. თუმცა პარი სენ-ჟერმენის შესახებ ცოტათი მეტი ვიცი და ისინი ძალიან კარგად თამაშობენ, მწვრთნელი მათ შესანიშნავ ფეხბურთს ათამაშებს და მათი ყურება ძალიან სასიამოვნოა. მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ ფინალს ვინ მოიგებს, ამას შეხვედრის შემდეგ ვნახავთ, მათ კარგი წელი ჰქონდათ, მე თუ მეკითხებით ვის ვგულშემატკივრებ, ფრანგი ვარ და რა თქმა უნდა პსჟ-ს ვუქომაგებ. - მიშელ პლატინი
🏆⚽️ Champions League
— beIN SPORTS (@beinsports_FR) May 27, 2025
🗨️ Platini soutient le PSG... et dévoile qu’il n’a pas regardé l’Inter depuis leur finale jouée en 2010 !#beINSPORTS #Interview pic.twitter.com/J8hjSXDwKK
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ინტერს დაუპირისპირდება. მატჩი 31 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.