Belive

ვლადიმირ ვაისი: "საქართველოში დაბრუნება ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი" სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავას "სლოვანს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ, Live.ge "დინამო ბათუმის" მომავალი მეტოქის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს დაუკავშირდა და საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მისი კომენტარი მოისმინა.
"დინამო ბათუმი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც ბოლო წლებში სერიოზული პროგრესი განიცადა. მგონია, რომ ბათუმში სავსე ტრიბუნების წინაშე კარგ ატმოსფეროში თამაში მოგვიწევს. საქართველოს ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და იქ დაბრუნება ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იქნება.", - თქვა ვლადიმირ ვაისმა.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილი "დინამო ბათუმი" ბრატისლავაში სტუმრად 5 ივლისს ითამაშებს, ხოლო 12 ივლისს მეტოქეს ბათუმში უმასპინძლებს.  

სხვა სტატიები