Belive

ვლადიმირ ვაისთან და ნაკრების კაპიტნებთან - გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავის სლოვანში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართული სპორტული გვერდის, 90 წუთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბელგიურმა სპორტულმა ვებ-გვერდებმაც დაადასტურეს - გიორგი ჩაკვეტაძე უდიდესი ალბათობით კარიერას ბრატისლავის "სლოვანში" გააგრძელებს. 22 წლის ქართველი ტალანტი ბელგიურ "გენტს" საბოლოოდ დატოვებს და სლოვაკეთის საუკეთესო კლუბს შეუერთდება, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი წვრთნის, ხოლო გუნდის ლიდერები ეროვნული გუნდის ყოფილი და მოქმედი კაპიტნები, შესაბამისად, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია არიან. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, ჩაკვეტაძე სლოვაკეთის დედაქალაქში 1 ივლისს ჩავა და კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდება. ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბრატისლავის "სლოვანი" საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "დინამო ბათუმის" მეტოქე იქნება. საქართველოს ნაკრების შემტევმა "გენტში" 2017 წლიდან, ანუ მას შემდეგ მოყოლებული, რაც "დინამო თბილისიდან" 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბელგიაში გადაბარგდა, 80 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 2022 წლის პირველი ნახევარი იჯარის წესით გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "ჰამბურგში" გაატარა და აქტივში 12 მატჩში თითო-თითო გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა.  

სხვა სტატიები