Belive

ვლადიმირ ვაისი გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას დღევანდელ მატჩში არ ათამაშებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"სლოვან ბრატისლავა" დღეს "ტრნავას" წინააღმდეგ სლოვაკეთის ჩემპიონატში მატჩს გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით ვლადიმირ ვაისმა ჯაბა კანკავა და გურამ კაშია გუნდის განაცხადში არ შეიყვანა, რადგან მათ უფრო მეტი დრო მისცა სანაკრებო მატჩებისთვის მოსამზადებლად.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩში ლუქსემბურგს, "დინამო არენაზე", 21 მარტს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, 26 მარტს, ფინალური მატჩიც თბილისში გაიმართება, მეტოქე კი საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრების წყვილში გაირკვევა.

სხვა სტატიები