გურამ კაშიას სლოვანი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში გავიდა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა ,,აპოელსა'' და ,,სლოვანს'' შორის ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
პირველი მატჩი სლოვაკებს 2:0 ჰქონდათ მოგებული, შედეგად პლეი-ოფში სწორედ გურამ კაშიას გუნდი გავიდა.
ქართველი მცველი დღევანდელ შეხვედრაში ,,სლოვანის'' ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა, სრულად ითამაშა ,,აპოელის'' მცველმა, ლაშა დვალმაც.
ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში ,,სლოვანის'' მეტოქე უნგრული ,,ფერენცვაროში'' ან დანიური ,,მიდტიულანი'' იქნება.
რაც შეეხება დვალის ,,აპოელს'', კვიპროსული კლუბი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო, რომლის პლეი-ოფში ,,სანტა კოლომას'' (ანდორა) ან ,,რფს-ს'' (ლატვია) შეხვდება. მატჩები 22-29 აგვისტოს გაიმართება.