Belive

გურამ კაშია: ,,მხოლოდ ერთ რამეს გპირდებით - ყველა დუელში ბოლომდე ვიბრძოლებთ!''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,სელტიკთან'' შეხვედრის წინ, ,,სლოვან ბრატისლავას'' ვებგვერდზე გუნდის ქართველი მცველის, გურამ კაშიას ინტერვიუ გამოქვეყნდა:

,,შოტლანდიაში ნაკრებთან ერთად უკვე ვითამაშე და დაახლოებით ვიცი, რა გველოდება იქ. ადგილობრივ ქომაგებს ფეხბურთი ძალიან უყვართ. ატმოსფერო, რა თქმა უნდა, გამორჩეული იქნება. თუმცა, ჩვენ საკმარისად გამოცდილები ვართ იმისთვის, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს მოუთმენლად ველით!

რეალისტები უნდა ვიყოთ... ჩემპიონთა ლიგაზე ქულების მოპოვების შესახებ პროგნოზების გაკეთება არ მსურს. ახალ ფორმატში ამაზე ვერცერთი მონაწილე ვერ იფიქრებს. აქ მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები თამაშობენ. გვინდა, რომ საკუთარი თავი და სლოვაკეთი ევროპაში ღირსეულად წარმოვაჩინოთ. მხოლოდ ერთ რამეს გპირდებით - 100%-ით დავიხარჯებით და ყველა დუელში ბოლომდე ვიბრძოლებთ.

როგორ ვინარჩუნებ ფორმას? პირველ ყოვლისა კარგი ძილი, შემდეგ კი დიეტა. გარდა ამისა, სპორტდარბაზში ცალკე, ინდივიდუალურადაც ვვარჯიშობ, შემდეგ კი დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია. დღისით ხშირად მნახავთ სახლში, დივანზე წამოწოლილს (იღიმის). ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ გარეთ არ გავდივარ. ვარჯიშის შემდეგ სახლში წასვლა და ძილი ან ტელევიზორის წინ წამოწოლა მიყვარს. ფეხბურთი ჩემი ყველაზე დიდი ჰობია.'' - გურამ კაშია

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, კაშიას ,,სლოვან ბრატისლავა'' ,,სელტიკს'' ესტუმრება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები