Belive

ვლადიმერ დვალიშვილი: "მხოლოდ ნაპოლის სჯეროდა კვარას შესაძლებლობების"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

"დინამო ბათუმის" სპორტულმა დირექტორმა, ვლადიმერ დვალიშვილმა, საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ კლუბში ტრანსფერის შესახებ რადიო Punto Nuovo-ს ეთერში ისაუბრა.

"მე, ისევე როგორც ყველა ქართველი ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც კვარა ევროპაში აკეთებს. ის ნიჭიერია, ის არის ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმსახურებს: ის ფანტასტიკური ადამიანი და სანახაობრივი მოთამაშეა. მთელი ქვეყანა მას და "ნაპოლის" გულშემატკივრობს.

ის უკვე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. უბრალოდ მინდა ვუსურვო მას ასე გააგრძელოს და განაგრძოს სერია A-ს და ჩემპიონთა ლიგის მოგებისკენ მიმავალ გზაზე ასე ძალიან კარგად სიარული.

იყო სხვა კლუბები და სხვა შემოთავაზებები, რომლებმაც ჩვენამდე და მის აგენტამდე მიაღწიეს, მაგრამ კვარამ "ნაპოლი" აირჩია. მას სურდა "აძური" და არცერთი სხვა კლუბი, ამიტომ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან საუკეთესო არჩევანი გააკეთა საკუთარი თავისა და კარიერისთვის. ის წავიდა სწორ კლუბში, სწორ ადგილას და სწორ მწვრთნელთან. ახლა ნაპოლი ევროპის უმაღლესი დონის კლუბია და დროთა განმავლობაში კვარა უფრო და უფრო გახდება მათი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე.

La Juventus cerca il nuovo direttore sportivo: tutti i nomi

ჯუნტოლი არაჩვეულებრივი სპორტული დირექტორია და მისი საქმიანობა ამაზე მეტყველებს. მან პირველმა დაიჯერა კვარას ნიჭის და მთლიანობაში მართალი იყო. ჯუნტოლიმ სწორი არჩევანი გააკეთა და კვარა ამას მოედანზე ანაზღაურებს. ხვიჩას წარმატებაში მისი წვლილიც დიდია, რომელსაც აბსოლუტურად სურდა იგი და სატრანსფერო ბრძოლის დასაწყისიდანვე სჯეროდა მისი შესაძლებლობების. სხვა კლუბებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ კვარას, მოგვიანებით ბევრი რამ თქვეს: „მას არ შეუძლია, ის ვერ...“, პირიქით, "ნაპოლის" არასოდეს უყოყმანია.

აქ მის საყიდლად მოვიდა და კვარას უშიშრად დაეყრდნო, სწორი არჩევანი გააკეთა. ამ ეტაპზე ისინი სარგებელს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელით იღებენ", - თქვა ვეტერანმა თავდამსხმელმა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მენეჯერმა.

2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში, 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა 12 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

რაც შეეხება "დინამო ბათუმს" შავიზღვისპირელები 2023 წლის ეროვნული ლიგის სეზონს აჭარული დერბით, ქობულეთის "შუქურასთან" საშინაო დაპირისპირებით, 26 თებერვალს დაიწყებენ. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები