Belive

"კვარაცხელია სერია A-ში ერთ-ერთი უძლიერესია" - ატალანტას მცველი

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ატალანტას" ამომავალი ვარსკვლავი - ჯორჯო სკალვინი, tuttomercato-ს ესაუბრა. ვრცელ ინტერვიუში, 19 წლის ცენტრალურმა მცველმა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში ერთ-ერთი უძლიერესია.

ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრის დროს, სკალვინიმ ქართველი ვარსკვლავის მიერ "ატალანტას" კარში გატანილი ფენომენალური გოლი გაიხსენა.

"ის ჩემს საპირისპირო ფლანგზე თამაშობდა. კვარაცხელია ძალიან ძლიერია. ჩვენს წინააღმდეგ გატანილი გოლის დროს, ყველა ვფიქრობდით, რომ მომენტალურად დაარტყავდა, მაგრამ დარტყმის ნაცვლად ბრწყინვალე ცრუმოძრაობები განახორციელა. ერთ-ერთზე კვარაცხელია ძალიან ძლიერია, სერია A-ში ის ერთი-ერთი უძლიერესია", - სკალვინი.

შეგახსენებთ, "ნაპოლის" სერია A-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამდე 1 ნაბიჯი აშორებს. 4 აპრილს, 33-ე ტურის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, "უდინეზესა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგება.

სხვა სტატიები