Belive

"ვიყვირო, ვიტირო თუ ვიცინო" - მეცის მწვრთნელი მიქაუტაძის წითელ ბარათზე

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მეცი" გასავარდნ ზონაშია და მისთვის თითოეული თამაში გადამწყვეტია, თუმცა 32-ე ტურში, საკუთარ მოედანზე "რენთან", დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:3 დამარცხდა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ქულები დაკარგა. მიქაუტაძემ მატში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა შეხვედრის მიწურულს ის მსაჯმა მოედნიდან გააძევა. სოციალური ქსელებში წერენ, რომ ეს აბსურდული გადაწყვეტილება იყო და იგივე განაცხადა მეცის მთავარმა მწვრთნელმაც.

მარცხი ყოველთვის არასასურველია, ყოველთვის ძნელად მოსანელებელი. დავინახეთ, რომ რენი ჩვენზე უკეთესი იყო, მაგრამ პასუხების პოვნა და დროდადრო მათ დონეზე დადგომა მოვახერხეთ. ამის შემდეგ არის მსაჯის ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაც, რამაც მთლიანად შეცვალა მატჩის მსვლელობა...

და შემდეგ მიქაუტაძის გაძევება... არ ვიცი ვიყვირო, ვიტირო თუ ვიცინო. კომენტარს ვერ გავაკეთებ, კომენტარის გარეშე! მზად ვარ ვთქვა ის, რასაც გულში ვფიქრობ, მაგრამ თუ ასე მოვიქცევი, მაშინვე ავიღებ ბილეთს დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე და მართლებიც იქნებიან, რადგან ზოგიერთი ბრძენი ხომ უფრო ბრძენია! - ლასლო ბოლონი / მეცის მწვრთნელი

ამ მარცხით მეცმა საქმე გაირთულა, 29 ქულით ცხრილის მე-16 პოზიციაზე იმყოფება და "ლე ავრი", რომელიც "სამშვიდობოსაა" 3 ქულით უსწრებს. მიქაუტაძეს ლიგა 1-ში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები