Belive

tuttosport: "იუვენტუსი გიორგი მიქაუტაძეზე სერიოზულად ფიქრობს"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედიის ინფორმაციით (tuttosport), სეზონის ბოლოს "იუვენტუსი" გიორგი მიქაუტაძის გაფორმებას განიხილავს. იმის გამო, რომ მილიკმა სერიოზული დაზიანება მიიღო და დიდი ხნით არ იქნება, ვლაჰოვიჩს კი ამოსუნთქვის საშუალება არ აქვს, 'ბებერ ქალბატონს' აუცილებლად სჭირდება დამატებით ფეხბურთელი, რომელიც შეტევას გააძლიერებს.

იუვენტუსის სიაში რამდენიმე სახელია, მათ შორის ჯოშუა ზირკზე და ჯონათან დევიდი, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლის ყურადღების ქვეშ გიორგი მიქაუტაძეცაა. იმის გამო, რომ "ლიონს" სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, გუნდი ფეხბურთელების გაყიდვაზე იფიქრებს, არის რისკი, რომ ლიონი ლიგა 2-ში დაქვეითდეს.

ივენტუსში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან 2 ადგილი უკვე შევსებულია - აჯიჩი და დუგლას ლუისი. გიორგის ფრანგული პასპორტიც აქვს, ამიტომ მის ტრანსფერს ეს რეგულაცია ხელს ვერ შეუშლის. მიქაუტაძის დამატება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იგეგმება.

სხვა სტატიები