Belive

"ვიცოდით, რომ დიდი ცვლილებების დრო დგებოდა" - რადინი და მარუშიჩი სერბეთის ნაკრების წარმატებას აფასებენ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში, სერბეთმა პორტუგალია სტუმრად - 2:1 დაამარცხა, თანაც, გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. დრამატული მატჩის შემდეგ, Live.ge საქართველოში მოთამაშე სერბ ლეგიონერებს, "დინამო თბილისის" ნახევარმცველს, მილან რადინს და თავდამსხმელს, ზორან მარუშიჩს ესაუბრა, რომლებმაც თავიანთი სამშობლოს წარმატების და პირველი ემოციების შესახებ კომენტარი გააკეთეს.
"ეს მატჩი ფინალის ტოლფასი იყო. როცა საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო, ვიცოდით, რომ ეს შეხვედრა გადამწყვეტ როლს ითამაშებდა. ფეხბურთელებმა აჩვენეს, თუ როგორ უნდა იბრძოლონ ეროვნული ნაკრებისთვის. წარმოუდგენელი ემოციები მქონდა და ძალიან ბედნიერი ვარ", - თქვა მილან რადინმა.
No description available.
"როცა გუნდში ახალი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი მოვიდა, ჩვენ ვიცოდით, რომ დიდი ცვლილებების დრო დგებოდა. ის ამას დაგვპირდა. თამაში ძალიან დაძაბული იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ თავიდანვე მქონდა განცდა, რომ გავიმარჯვებდით.  რა უნდა ითქვას სერბ ფეხბურთელებზე, მათ საოცრად ითამაშეს! ყველა ეს სახელი მსოფლიოში და საბოლოოდ ჩვენ წარმატების გზას ვუბრუნდებით. იმდენად ვამაყობ იმით თუ როგორ თამაშობდნენ ისინი, რომ ვერ ავხსნი, რამხელა ბედნიერება მოგვიტანეს მათ მე და ყველა სერბს. ჩვენ ამას ვიმსახურებთ და წარმატებებს ვუსურვებ მათ მომავალში!", - თქვა ზორან მარუშჩმა ჩვენთან საუბარში.
No description available.
სერბეთის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში, პორტუგალიის, ირლანდიის, ლუქსემბურგის და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ითამაშეს და 8 ტურში დაგროვილი 20 ქულით პირველი პოზიცია დაიკავეს.

სხვა სტატიები