Belive

რუსული გრანდი ირაკლი აზაროვის სანაცვლოდ 2 მილიონს იხდის 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების და "დინამო ბათუმის" მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის დამატებით რუსული გრანდი, "კრასნოდარი" ინტერესდება. რუსული მხარე საქართველოს მოქმედ ჩემპიონს 19 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვის მიზნით, 2 მილიონ ევროს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ადგილობრივ ჟურნალისტ ივან კარპოვზე დაყრდნობით ავრცელებს. ირაკლი აზაროვის დამატება 2021 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, თურქულ "ტრაბზონსპორსაც" სურს, რომელიც სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში ერთპიროვნული ლიდერია. 2021 წლის სეზონში, აზაროვმა "დინამო ბათუმის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამავე წელს მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებშიც შედგა, სადაც ექვს მატჩში ითამაშა და 2 საგოლე პასიც მიითვალა.  

სხვა სტატიები