Belive

"ვიცოდი, რომ ვარსკვლავი გახდებოდა, მაგრამ ასე მალე ნამდვილად არ ველოდი" - თემურ შალამბერიძე იტალიურ მედიას ესაუბრა

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

"საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი, თემურ შალამბერიძე, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობაში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია, იტალიურ მედიას საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა. 52 წლის სპეციალისტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქართული ფეხბურთის მომავალი ახალგაზრდულ ასაკში შენიშნა და "დინამო თბილისის" აკადემიაში მისი წაყვანა გადაწყვიტა. შალამბერიძე აღნიშნულთან დაკავშირებით Il Mattino-ს ესაუბრა.

"დაუყოვნებლივ, როგორც კი ხვიჩა კვარაცხელია შევნიშნე, "დინამო თბილისის" პრეზიდენტთან გავიქეცი და მას მის შესახებ ვაცნობე. ამ კლუბისთვის სასკაუტო საქმიანობას 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვეწეოდი.

ის ძალიან ტექნიკური ბავშვი იყო, მოედანზე სწრაფად მოძრაობდა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მისი მთავარი თვისება კარისკენ სწრაფვა იყო. ყოველთვის წინ მიდიოდა, არასოდეს ეშინოდა.

თბილისში არ მცხოვრები ბიჭის ჩამოყვანა კლუბს ძვირი დაუჯდა, რადგან საცხოვრებელი პირობების და კვების უზრუნველყოფა სჭირდებოდა. იმ დროს "დინამოს" აკადემიაში 2 ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია, დღეს კი ორივე მათგანი საქართველოს ნაკრების ლიდერია.

კვარა ზედმეტად ნიჭიერი ბავშვი იყო. მის თვისებებს შორის გამაოცა მისმა გამბედაობამ, მას ყოველთვის უყვარდა მცველების გამოწვევა და შემდეგ დრიბლინგით მათი დამარცხება. ხვიჩას არ ეშინოდა ერთი-ერთზე ორთაბრძოლაში შესვლის, ეს ის მახასიათებლებია, რომლებსაც დღეს მის თამაშში ვხვდებით. გულწრფელი ვიქნები: ყოველთვის მეგონა, რომ ხვიჩა ვარსკვლავი გახდებოდა, მაგრამ ვაღიარებ, არ ველოდი, თუ ეს ასე სწრაფად მოხდებოდა.

logo2

"კვარასთვის ეს სწორი არჩევანი იყო. "ნაპოლი" მისთვის იდეალური კლუბია. ბოლო წლებში მას ბევრი ევროპული კლუბი მიუახლოვდა და ამას შეეძლო რომ მისთვის ფანტაზია აღეძრა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობს "ნაპოლი", რამდენად კარგად გამოდის გუნდი ევროპულ დონეზე, მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს იყო შესანიშნავი გუნდი ხვიჩას თვისებების გასაუმჯობესებლად.

"დინამოს" აკადემიაში მისვლიდან მალევე, ხვიჩას მამა აზერბაიჯანში მწვრთნელად სამუშაოდ წავიდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ბიჭი მარტო დარჩა. პრაქტიკულად, მხოლოდ აკადემია ასწავლიდა მას ყველაფერს: როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. მას ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც ეხმარებოდნენ. ვგულისხმობ, დღეში 4-ჯერ კვებას, დიეტოლოგს, რომელიც ზრუნავდა მის კვებაზე და ზრდაზე. 5 თვის განმავლობაში ყოველთვის მჭიდრო კავშირში ვიყავი კვარასთან და მივხვდი, რომ ის არა მხოლოდ ნიჭიერი ბიჭი, არამედ სრულფასოვანი სპორტსმენია.

თემურ შალამბერიძე: “მეორე ტაიმში ძალების მობილიზება და გამარჯვება შევძელით”  – FC saburtalo

"რუბინში" ყოფნისას ის კლუბის ცენტრში ცხოვრობდა და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობდა. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ მისი საუკეთესო თვისება არის მუშაობისადმი მიდრეკილება. ის მხოლოდ შრომაზე და გაუმჯობესებაზე ფიქრობს", - თქვა თემურ შალამბერიძემ.

ხვიჩა კვარაცხელია 2012-17 წლებში "დინამო თბილისის" აკადემიაში იზრდებოდა, 2017 წლის სექტემბერში კი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარ გუნდს შეუერთდა და მათ რიგებში 5 მატჩში 1 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

კვარაცხელიას აქტივში 2022 წელს საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის” აქ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე, 2022/23 წლების სეზონში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

შემდეგ მატჩს ნეაპოლელები იტალიის სერია A-ში, 9 ოქტომბერს, “კრემონეზეს” წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები