Belive

ხვიჩა დაბრუნდა | კვარაცხელია მონცას პირველივე წუთიდან შეუტევს

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში, "მონცა" "ნაპოლის" უმასპინძლებს. 26 მარტს, საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია პირველად ითამაშებს. საბერძნეთთან შეხვედრაში, კვარა დამატებით ტაიმში მოედნიდან ნაადრევად გავიდა და ფეხს იტკიებდა. იმის გამო, რომ ტრავმის რეციდივი არ მომხდარიყო, ნაპოლიმ ქართველი "ატალანტასთან" საშინაო კედლებში გამართული შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანა. ის თამაში ნაპოლიმ 0:3 დათმო და საერთოდ, ნეაპოლელებს ბოლო 3 მატჩში გამარჯვება არ აქვთ. დღეს კვარაცხელია ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია. კვარასთვის მონცა ერთ-ერთი საყვარელი მეტოქე უნდა იყოს, ეს სწორედ ის გუნდია, რომელსაც ხვიჩამ პირველი დუბლი შეუსრულა.

ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა ასეთია:

1. ალექს მერეტი
22. ჯოვანი დი ლორენცო
13. ამირ რაჰმანი
5. ჟუან ჟეზუსი
17. მატიას ოლივერა
68. სტანისლავ ლობოტკა
99. ზამბო ანგისა
20. პიოტრ ჟელინსკი
26. სირილ ნგონგე
9. ვიქტორ ოსიმენი
77. ხვიჩა კვარაცხელია

სხვა სტატიები