Belive

ვიტორ როკეს წარუმატებლობა დეკუმ ხავის დააბრალა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას სპორტული დირექტორი, დეკუ, კატალონიურ გრანდში ვიტორ როკეს წარუმატებლობას, ყოფილ მწვრთნელს, ხავის აბრალებს. დეკუს თქმით, როკეს კლუბში მოყვანის დაჩქარებამ ფეხბურთელის წარუმატებლობა გამოიწვია. დეკუს სურდა, რომ ატლეტიკო პარანაენსედან თავდამსხმელი 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს წამოსულიყო, თუმცა ხავიმ როკეს რამდენიმე თვით ადრე გადმოყვანა მოითხოვა.

როკეს ბარსელონაში დადებითი პერიოდი არ ჰქონია და როგორც ამბობენ, ვარჯიშების დროსაც კი უჭირდა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მან კატალონიელთა რიგებში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, დროის უმეტესი ნაწილი კი რეალ ბეტისში იჯარით გაატარა. 2025 წლის თებერვალში მან ბრაზილიურ პალმეირასთან გააფორმა კონტრაქტი და მათთან ხელშეკრულება 2029 წლამდე აკავშირებს.

ხავიმ თავდამსხმელის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მოსვლა ითხოვა. გადაწყვეტილებების მიღებისას ყოველთვის ვითვალისწინებთ მწვრთნელის აზრს და ამიტომ ვიტორის ადაპტაციაც ადრე დაიწყო. ეს შეცდომა იყო, რადგან ამისთვის ოფტიმალური დრო ზაფხულია.

მისი პირველი ექვსი თვე კარგი არ იყო და მჯერა, რომ სამწვრთნელო შტაბმა არ იცოდა როგორ გადაეჭრათ მის წინაშე არსებული პრობლემები. კლუბი ფეხბურთელს ვერც ადაპტაციაში დაეხმარა და ვერც ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში. - განაცხადა დეკუმ

2024 წლის ზაფხულში ხავი ჰანსი ფლიკმა ჩაანაცვლა და გუნდის თამაში სრულად შეცვლა. გერმანელი სპეციალისტის ხელმღვანელობით, კატალონიელებმა ლა ლიგა და სამეფო თასი მოიგეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კი ინტერთან დამარცხდნენ.

სხვა სტატიები