მიქაუტაძიდან სუარესამდე | ბარსელონას ფორვარდის პოზიციაზე ახალი ვარიანტი აქვს
ბარსელონა ლოდინს აღარ აპირებს - კატალონიურმა გრანდმა ახალი თავდამსხმელის დასამატებლად პირველი ნაბიჯი გადადგა და უკვე ემზადება იმ სცენარისთვის, თუ მადრიდის ატლეტიკოდან ხულიან ალვარესის გადმოყვანა ჩაიშლება. მადრიდელები ამ ეტაპზე „კამპ ნოუზე“ არგენტინელი ფორვარდის შესაძლო ტრანსფერის შესახებ, ბარსელონასთან მოლაპარაკების დასაწყებად კატეგორიულ უარს ამბობენ.
სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ, საკუთარ „X“ გვერდზე ექსკლუზიური ინფორმაცია გავრცელა.
„თუ ხულიან ალვარესის ტრანსფერი ჩაიშლება, ბარსელონას მთავარი სამიზნე სპორტინგის თავდამსხმელი, ლუის სუარესი იქნება. თუმცა, გარიგება მარტივი არ იქნება, რადგან სუარესი ლისაბონელთა საკვანძო მოთამაშეა.“ - ფაბრიციო რომანო
რომანომ დასძინა, რომ თუ ალვარესის გარშემო არსებული სიტუაცია უცვლელი დარჩება, კატალონიელები სუარესისა და სხვა ალტერნატიული ვარიანტების განხილვას მომდევნო კვირიდანვე შეუდგებიან.
პარალელურად, გიორგი მიქაუტაძის ბარსელონაში პოტენციური ტრანსფერის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. კატალონიურ გრანდთან დაახლოებული ჟურნალისტის - ხერარდ რომეროს, ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობაში საქართველოს ნაკრების ფორვარდის დამატებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ფერან ტორესი უკვე ოფიციალურად კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიური კლუბი ცენტრფორვარდის გარეშე დარჩა.