Belive

პედრის ჯოჯოხეთი გრძელდება - იგი ბარსელონას მინიმუმ 1 თვით გამოაკლდება

4 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში, კატალონიური გრანდი პრაღაში ჩავიდა, სადაც სლავიას დაუპირისპირდა და 2:4 გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით ბარსელონამ უდიდესი ნაბიჯი გადადგა 8 საუკეთესო კლუბში მოსახვედრად და თუ ისინი ბოლო ტურში კოპენჰაგენს დაამარცხებენ, ჩემპიონთა ლიგის პლეი ინში ითამაშებენ.

დადებითი შედეგის მიუხედავად, ბარსელონას სერიოზული საფიქრალი გაუჩნდა, რადგან მათ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი - პედრი კვლავ დაემტვრათ.

შეხვედრის 58-ე წუთზე პედრი მოედანზე დაეცა და ხელი ბარძაყზე მოიკიდა, რაც როგორც გულშემატკივრებს, ასევე ფეხბურთელებს ცუდად ენიშნათ. ბარსელონას სამედიცინო შტაბმა ცვლილება მალევე მოითხოვა და ესპანელმა ნახევარმცველმა მოედანი დატოვა.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველადი პროგნოზი პოზიტიური არაა. კლუბში ვარაუდობენ, რომ პედრის კუნთი აქვს გაწყვეტილი, რის გამოც მას დაახლოებით 4-5 კვირა გაუცდება.

ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდება, რაც პედრის გამოკვლევა ბარსელონაში ჩაუტარდება.

პედრის ტრავმიანობა 2021/22 სეზონიდან:

  • 2021/22 სეზონი: 201 დღე, 41 გამოტოვებული მატჩი.

  • 2022/23 სეზონი: 112 დღე, 19 გამოტოვებული მატჩი.

  • 2023/24 სეზონი: 131 დღე, 25 გამოტოვებული მატჩი.

  • 2024/25 სეზონი: 45 დღე, 3 გამოტოვებული მატჩი.

  • 2025/26 სეზონი: 90 დღე, 16 გამოტოვებული მატჩი.

სხვა სტატიები