ვიტინია: "პსჟ-ში ბედნიერი ვარ, აქედან წასვლა სისულელე იქნება"
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პსჟ-სა და პორტუგალიის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ვიტინია მადრიდის რეალის მხრიდან ინეტრესის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისი მხრიდან გუნდის დატოვება არასწორი გადაწყვეტილება იქნება.
"პსჟ-ში ძალიან ბედნიერი ვარ. არ ვფიქრობ, რომ წასვლა ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია. აქედან წასვლა სისულელე იქნება.
ვგრძნობ, რომ ძალიან მაფასებენ და ვხვდები, რომ ეს სიყვარული დავიმსახურე. მე და ჩემს ოჯახს აქ ყოფნა მოგვწონს. ჩვენ გვყავს ფანტასტიკური გუნდი და ფანტასტიკური მწვრთნელი.
საუდის არაბეთი? ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. სტაბილური კარიერა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია. ევროპაში, დიდ კლუბში, უკვე საკმაოდ კარგ თანხას ვშოულობ. ხელფასის გაორმაგება ან სამჯერ გაზრდა უფრო ბედნიერს არ გამხდის", - ამბობს ვიტინია.
ვიტინია პსჟ-მ 2022 წელს პორტუდან 41.50 მილიონ ევროდ დაიმატა და ამ დროის განმავლობაში ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და საკონტინენტთაშორისო თასი. 190 მატჩში ვიტორ მაჩადო ფერეირას პსჟ-ს შემადგნელობაში 25 გოლი აქვს გატანილი და 24 საგოლე პასი გაკეთებული.