Belive

პატივისცემა რონალდუს | პორტუგალიის ყველა ფეხბურთელს დანიასთან 7-ნომრიანი მაისური ეცმევა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები პატივს მიაგებს კრიშტიანუ რონალდუს. როგორც ცნობილი ხდება, ერთთა ლიგის A ჯგუფის მე-5 ტურის მატჩში, სადაც პორტუგალიელები ბრაგაში, „მუნიციპალ დე ბრაგას“ სტადიონზე დანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, მოედანზე გასული ყველა ფეხბურთელი ლეგენდარული კაპიტნის 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ეს ემოციური ინიციატივა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის - პედრუ პროენსას, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჟორჟ ჟეზუშისა და გუნდის კაპიტნების - ბერნარდუ სილვას, რუბენ დიაშისა და ბრუნო ფერნანდეშის ხუთშაბათის სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა.

გადაწყვეტილების მიზანია, სათანადოდ დაფასდეს რონალდუს უზარმაზარი მემკვიდრეობა, რომელიც მან ეროვნულ ნაკრებში 2003 წლის აგვისტოში შედგა დებიუტიდან მოყოლებული, სანამ ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადებდა.

უეფას მიერ წინასწარ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, სპორტული ჟესტი მხოლოდ სასტარტო შემადგენლობით არ შემოიფარგლება - შეხვედრის მე-7 წუთზე სტადიონის ტრიბუნები სიმბოლურ, ერთობლივ პატივის მიგებაში ჩაერთვებიან. გარდა ამისა, სანაკრებო ბაზაზე ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოთახი, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუს ნაკრებში ყოფნისას იკავებდა, მისი წასვლის შემდეგ პირველ შეკრებაზე ვაკენტური დატოვონ.

პორტუგალიისა და დანიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 14 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე შედგება.

სხვა სტატიები