ფერან ტორესი: "საკუთარი თავი ინიესტა მეგონა"
8 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პსჟ-ს ახალწვეულმა, ფერან ტორესმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილ გოლსა და ემოციებზე, ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გადაცემაში ისაუბრა. ესპანელმა თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ გოლის მომენტში თავი ინიესტასთან გააიგივა.
უდიდესი ბედნიერებაა, როცა სიხარული მოგაქვს მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნისთვის.
როდესაც ბურთი პედრო პოროს გადააწოდეს, წინსვლა განვაგრძე. მცველებს ზურგს უკან დავუძვერი და საჯარიმოში შევიჭერი. როდესაც დავინახე, რომ ბურთი ნიკოსკენ მიგორავდა, ისე ჩანდა, თითქოს მის გარშემო სივრცე გათავისუფლდა.
მართალია, როცა ინიესტამ 2010 წელს გადამწყვეტი გოლი გაიტანა, თქვა, რომ მის ირგვლივ ყველაფერი გაქრა. ზუსტად იგივე ვიგრძენი მეც: აბსოლუტურად იდენტური შეგრძნება მქონდა და იმ წამიერ ეპიზოდში, პირდაპირ კუთხურის ალმისკენ გაქანებული, წამით სრულ სიჩუმეს ვგრძნობდი - ინიესტას მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე მომენტი გავანიავე, რასაც მკაცრი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა წლების განმავლობაში ერთი რამ ნამდვილად ვისწავლე: თუ შენზე ლაპარაკობენ, ესე იგი დიდ წარმატებას მიაღწიე. ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა. ბედისწერა უკვე დაწერილია და ეს ჩემი ხვედრი იყო.
როდესაც მძიმე პერიოდს გადიხარ, მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სიტუაცია შენს სასარგებლოდ შემოატრიალო და ეს ყველაფერი წინ გადადგმულ ნაბიჯად აქციო. - განაცხადა ფერან ტორესმა
“Tuve la sensación de Iniesta, yo también escuché el silencio”
— España Xtra 🇪🇸⭐⭐ (@EspanaXtra) September 21, 2026
🇪🇸⭐️ Ferran Torres, sobre el gol que nos hizo campeones del mundo pic.twitter.com/IdjNiE7TU5
შეგახსენებთ, რომ ფერან ტორესი პსჟ-მ ბარსელონადან, მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეიძინა (50 მილიონ ევროდ). 4 წლის განმავლობაში, ტორესმა ბარსელონას მაისურით 207 მატჩი ჩაატარა და 65 გოლი გაიტანა.