ალვარო კარერასი: "ოლისე საოცარი ფეხბურთელია, მასთან თამაშისას სუნთქვა შემეკრა"
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ დაპირისპირებაში, რეალსა და ბაიერნს შორის, მაყურებელმა უმაღლესი კლასის ფეხბურთი და ბავარიელების გამარჯვება (1:2) იხილა. მატჩი თავისი ინტენსივობითა და გაცვლილი მომენტებით, დიდხანს დაამახსოვრდება ფეხბურთის გულშემატკივარს - ამას ემატება ისიც, რომ 40 წლის ნოიერმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ნომერია - გერმანელი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ბაიერნი რეალს ლუის დიასისა და ჰარი კეინის გოლებით უგებდა, ანგარიშის სხვაობა კი კილიან მბაპემ, 74-ე წუთზე შეამცირა.
მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან რეალის მარცხენა მცველმა - ალვარო კარერასმა ისაუბრა, რომელსაც დაკისრებული ჰქონდა მისია, რომ საოცარ ფორმაში მყოფი ფრანგი შემტევი ოლისე შეეჩერებინა.
"სამწუხაროა რომ დავმარცხდით, თუმცა ჩვენ სამეფო კლუბი ვართ და არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩამორჩენა მხოლოდ და მხოლოდ მინიმალურია.
რაც შეეხება ოლისესთან დაპირისპირებას, უნდა ვაღიარო, რომ ის ძალიან მაგარი ფეხბურთელია - სხარტი, ჭკვიანი, მაღალი IQ უნარებით და გამჭოლი გადაცემებით, ბრწყინვალე ცრუმოძრაობებით.
ჩემმა პარტნიორმა მითხრა, რომ იამალთან დაპირისპირების შეგრძნება მექნებოდა, ამიტომ არ უნდა ვნერვიულობდე. მაგრამ დღევანდელი დღის შემდეგ, არ მგონია, რომ იგივე იყოს. სუნთქვა შემეკრა." - ალვარო კარერასი
Everyone Chelsea fan mad cuz Michael Olise rejected us..
— PND (@PeterNotDrury) April 8, 2026
Would we really give him this much freedom if he’d joined us? pic.twitter.com/frFKXJowLh
ოლისეს გუშინდელ პერფორმანსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო ფეხბურთში - ტიერი ანრიმ, სამირ ნასრიმ და არაერთმა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ოლისე 2026 წელს ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.
24 წლის ფრანგი შემტევი ნამდვილად საოცარ სეზონს ატარებს, ყველა ტურნირზე მას 41 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 16 გოლის გატანა და 29 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
ბაიერნისა და რეალის საპასუხო მატჩი 15 აპრილს, მიუნხენში გაიმართება.