Belive

ვირჯილ ვან დაიკი ლივერპულში საკუთარ მომავალზე არ ღელავს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვირჯილ ვან დაიკმა განაცხადა, რომ ლივერპულში საკუთარ მომავალთან დაკავშირებით არ ღელავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქმედი კონტრაქტი მომავალი ზაფხულისთვის იწურება. 35 წლის მცველმა "ენფილდზე" ხელშეკრულება 2024 წლის აპრილში, ორი წლით გაახანგრძლივა და კვლავ გუნდის დაცვის ხაზის ლიდერად რჩება. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელმა ყველა მატჩი სრულად ითამაშა.

თავს კარგად ვგრძნობ. მსურს, თამაში გავაგრძელო და ვნახოთ, რას მოგვიტანს სეზონი. ლივერპულში შესანიშნავი პერიოდი გავატარე. თუ თანამშრომლობა გაგრძელდება კარგი იქნება, თუ არა - სხვა გუნდში გადავალ. პანიკაში ნამდვილად არ ვარ. - ვირჯილ ვან დაიკი

ვან დაიკმა, ტრავმის გამო, ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობა დატოვა და ერთა ლიგის მატჩებსაც გამოტოვებს. გუნდის პროგრესზე საუბრისას, მცველმა აღნიშნა, რომ ლივერპული ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და წარმატების მისაღწევად, სტაბილურობა სჭირდება.

სხვა სტატიები