"დრო მომეცით" - პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედის ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს
მაურისიო პოჩეტინომ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა დაიწყო და სიტის გულშემატკივრებსაც დაუპირსპირდა. არგენტინელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდეზე" სიტუაციის შესაცვლელად და ქალაქში ძალთა ბალანსის აღსადგენად დრო სჭირდება.
პოჩეტინო ინგლისში აშშ-ის ნაკრებში ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ დაბრუნდა. არგენტინელმა პირველივე კომენტარის დროს გაუსვა ხაზი, რომ გუნდში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას დრო და მოთმინება დასჭირდება. როდესაც პოჩეტინოს ჟურნალისტმა უთხრა, რომ მანჩესტერი ყოველთვის ლურჯი იქნებოდა, არგენტინელმა პასუხად განაცხადა: "არავითარ შემთხვევაში! თავად ნახავთ, მომეცით დრო და ეს შეიცვლება".
გავრცელებული ინფორმაციით, იუნაიტედის ხელმძღვანელობამ პოჩეტინოს საბოლოოდ გადმოსაბირებლად, 10 მილიონი ფუნტი გადაიხადა. კლუბს იმედი აქვს, რომ ახალი მწვრთნელი გუნდს კრიზისიდან გამოიყვანს. პოჩეტინოსთვის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ახალი გამოწვევაა.
ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ იმავდროულად, სწორედ ისეთი ადრენალინია, რომლის შეგრძნებაც გსურს. საჭიროა საღი აზრი და სწორი მიდგომა. კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობა მანჩესტერ იუნაიტედის სტატუსს არ შეესაბამება. გულშემატკივრების მხარდაჭერა კი განსაკუთრებულია. - მაურისიო პოჩეტინო
პოჩეტინოსთვის პირველი მატჩიც განსაკუთრებული იქნება. მანჩესტერი კვირას "ენფილდზე", ლივერპულს დაუპირისპირდება. არგენტინელი მწვრთნელის წინაშე რთული ამოცანაა. მან მანჩესტერი გამარჯვების გზააზე უნდა დააბრუნოს და დაამტკიცოს, რომ იუნაიტედში ძალთა ბალანსის შეცვლა ნამდვილად შეუძლია.
"Give me time." 👀
— TNT Sports U.S. (@TNTSportsUS) November 18, 2026
Mauricio Pochettino responds to @DaMarcusBeasley after he says Manchester will always be blue 😂 pic.twitter.com/H3FxW6YMgY