ვირჯილ ვან დაიკი: "გვჯერა, რომ შეგვიძლია, ასეთი საღამოებისთვის ვცხოვრობთ"
4 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის კაპიტანი, ვირჯილ ვან დაიკი, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პსჟ-სთან შეხვედრის წინ საუბრობს.
"შესაძლოა, გარემოებები ცოტათი შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ნაცნობ ადგილას ვართ. ენფილდი, უეფას ჩემპიონთა ლიგის დიდი ღამე, ძლიერი მეტოქე და შანსი, რომ ერთად, როგორც კლუბმა, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთოთ.
ვიცით, რა დიდი ამოცანა გველის წინ, მაგრამ სწორედ ასეთი საღამოებისთვის ვცხოვრობთ. თუ ამით ვერ აღფრთოვანდებით, მაშინ, ჩემი აზრით, არასწორი სპორტი აირჩიეთ. ორივე კომპონენტი უმაღლეს დონეზე უნდა იყოს: როგორც ჩვენი თამაში, ასევე თქვენი მხარდაჭერა.
ვფიქრობ, უნდა გავიხსენოთ ლივერპულის შემობრუნებული დიდი დუელები, ასევე მანჩესტერ სიტის, რომას, ბარსელონას, მადრიდის რეალის და სხვებისაც კი. გასახდელში ყველას სჯერა, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია", - ამბობს ვირჯილ ვან დაიკი.
ლივერპულმა პსჟ-ს 14 აპრილს, ენფილდზე უნდა უმასპინძლოს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა დაიწყოს. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა საწყისი მატჩი დეზირე დუეს და ხვიჩა კვარაცხელიას გოლებით (2:0) მოუგო.