ლივერპულმა ევერტონი მატჩის ბოლო წამზე დაამარცხა
ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში ლივერპულმა ევერტონი სტუმრად 1:2 დაამარცხა. მერსისაიდული გუნდი 29-ე წუთზე მო სალაჰმა დააწინაურა, ევერტონმა ანგარიში 54-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო 58-ე წუთზე მატჩი გიორგი მამარდაშვილისთვის ცუდად წარიმართა და მძიმე შეჯახების შემდეგ ქართველმა მეკარემ ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. საბოლოო ანგარიში კი 90+10 წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა დააფიქსირა და თავის გუნდს მოაგებინა.
ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 58 წუთში ბურთის მოგერიება 2-ჯერ მოახერხა, ბურთს 19-ჯერ შეეხო, 14-დან 6 გადაცემა ზუსტად შეასრულა.
გიორგი მამარდაშვილის შეფასება:
Sofascore - 6.9
Flashscore - 7.1
Whoscored - 6.3
GET IN!!!! pic.twitter.com/0f2WY0VSX3
— Liverpool FC (@LFC) April 19, 2026
ლივერპული პრემიერ ლიგის ცხრილში 55 ქულით (16 მოგება, 7 ფრე, 10 მარცხი) მე-5 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 25 აპრილს კრისტალ პალასის წინააღმდეგ გამართავს.