ვიქტორ ოსიმენმა მომავალი გუნდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
,,ნაპოლის'' თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი ,,პარი სენ ჟერმენში'' გადასვლას დათანხმდა, ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის პარიზულ კლუბი ფეხბურთელთან კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს.
როგორც რომანო წერს, ჯერჯერობით ,,პსჟ'' ტრანსფერის პირობებზე უშუალოდ ,,ნაპოლის'' წარმომადგენლებთან არ შეთანხმებულა, რაც გარიგების ყველაზე რთული დეტალი იქნება.
თუ ნიგერიელი ,,პარტენოპეის'' დატოვებს, ნეაპოლელები რომელუ ლუკაკუს გადაბირებას ეცდებიან.
გასულ სეზონში ოსიმენმა ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
🚨🔴🔵 More on Victor Osimhen story from today.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 17, 2024
Paris Saint-Germain have Osimhen’s green light to project/move, work in progress on contract details.
Negotiations between PSG and Napoli are now key part of the story, not easy.
↪️ If Osimhen leaves, Napoli will go for Lukaku. pic.twitter.com/glTmr0iZwk