Belive

სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული - Transfermarkt

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Transfermarkt-მა სატრანსფერო ღირებულებები განაახლა და სერია A-ს მიმდინარე სეზონის ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული დაასახელა. სიმბოლურ გუნდში ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაცაა, რომლის ფასიც მხოლოდ ლაუტარო მარტინესისას (110 მილიონი ევრო) ჩამორჩება და ნიკოლო ბარელას უტოლდება (80 მილიონი ევრო).

სრულად თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: მაიკ მენიო ("მილანი") - 38 მილიონი ევრო

მცველები: ალესანდრო ბასტონი ("ინტერი") - 70 მილიონი ევრო, ბრემერი ("იუვენტუსი") - 60 მილიონი ევრო, ბენჟამენ პავარი ("ინტერი") - 45 მილიონი ევრო, ტეო ერნანდესი ("მილანი") - 60 მილიონი ევრო

ნახევარმცველები: ტეუნ კოპმაინერსი ("იუვენტუსი") - 55 მილიონი ევრო, ნიკოლო ბარელა ("ინტერი") - 80 მილიონი ევრო, კრისტიან პულიშიჩი ("მილანი") - 50 მილიონი ევრო, ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") - 80 მილიონი ევრო

თავდამსმხმელები: ლაუტარო მარტინესი ("ინტერი") - 110 მილიონი ევრო, დუშან ვლაჰოვიჩი ("იუვენტუსი") - 65 მილიონი ევრო

სხვა სტატიები