Belive

ოსიმენის აგენტი: "შეწყვიტეთ ტყუილები და ვიქტორს პატივი ეცით"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვიქტორ ოსიმენის აგენტმა "ჩელსიში" იჯარით შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ოსიმენი ამ ზაფხულს ინტენსიური სატრანსფერო სპეკულაციების საგანი გახდა და თითქმის გარდაუვალია, რომ ნიგერიელი "ნაპოლის" დატოვებს.

ბოლო ინფორმაციის მიხედვით, ჩელსი ნაპოლისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს იმის შესახებ, რომ ოსიმენი იჯარით აიყვანოს და 1 წლის შემდეგ გამოსყიდვის უფლება ჰქონდეს. ლონდონურ კლუბს ლუკაკუს გასხვისებაც სურს, ბოლო ორის სეზონის განმავლობაში, ბელგიელი ფორვარდი ჩელსის იჯარით ჰყავდა გაშვებული.

ვიქტორთან დაკავშირებით „ფანტაზიები" წავიკითხე... თითქოს ის იყო ამანათი, რომელიც სწრაფად უნდა მიიღონ. ეს ამანათი ისტორიაში სკუდეტოს მესამედ მომგები ნაპოლის საუკეთესო ბომბარდირია. პატივი ეცით მას და შეწყვიტეთ ყალბი ამბების გავრცელება - რობერტო კალენდა, ოსიმენის აგენტი

გასულ სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა, ყველა ტურნირზე 17 გოლი გაიტანა. 2022/23 წლების საჩემპიონო სეზონში კი 31 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები