Belive

ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია - ნაპოლი მილანს ბომბარდირის გარეშე შეხვდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში ერთ-ერთ პრინციპულ მეტოქეს, "მილანს" საუკეთესო ბომბარდირის, ვიქტორ ოსიმენის გარეშე დაუპირისპირდება.

როგორც ირკვევა, ნიგერიელმა თავდამსხმელმა ტრავმა ნიგერიის ნაკრებში ყოფნის დროს მიიღო. ნეაპოლურ კლუბში დაბრუნების შემდეგ 24 წლის თავდამსხმელმა შემოწმება გაიარა, სადაც გაირკვა, რომ ბარძაყის პრობლემა იტალიის სერია A-ს საუკეთესო მეგოლეს "მილანთან" მოედანზე გასვლის შესაძლებლობას არ აძლევს.

ჯერჯერობით, ტრავმის სიმძიმე უცნობია და არც ისაა ცნობილი, თუ როდის დაბრუნდება ოსიმენი, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ ის 2 აპრილს გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ნაპოლის" 27 ტურის შემდეგ 71 ქულით პირველი პოზიცია ერთპიროვნულად უკავია და უახლოეს მდევარ "ლაციოს" 19 ქულით უსწრებს. "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირება 2 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები