ოქროს ბურთის მოგების ნომინანტები Goal.com-ის ვერსიით - მესი კვლავ მთავარი ფავორიტია
ვებგვერდმა Goal.com-მა ,,ოქროს ბურთის'' მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
პირველ პოზიციას კვლავ ლეო მესი იკავებს, რომელსაც ზურგს მსოფლიო ჩემპიონობა უმაგრებს:
,,სავარაუდოდ, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მესიმ მერვე ოქროს ბურთი მოიპოვოს.
მან დაასრულა ევროპული ფეხბურთი, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მერვე ჯილდო მის კარიერაში ბოლო იქნება? მისი ამჟამინდელი სათამაშო ფორმა ინტერ მაიამიში გვაჩვენებს, რომ ლეოს სპექტაკლების დადგმა ისევ შეუძლია,'' - წერს ვებგვერდი არგენტინელზე.
Goal.com-ის რჩეულთა შორის მე-13 ადგილზეა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამავე რეიტინგში მე-7 ადგილსაც იკავებდა:
,,16 გოლი და 17 საგოლე გადაცემა 2022-2023 წლების სეზონში, მოგებული სერია A.
,,კვარადონას'' ფორმა 2023 წელს არ იყო ისეთივე კარგი, როგორიც წლის დაწყებამდე, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რა როლი ითამაშა მან 30 წლის შემდეგ ,,ნაპოლის'' კიდევ ერთხელ გაჩემპიონებაში, გუნდის ფანებს ეს სულაც არ აინტერესებთ.
ქართველი გარემარბი ევროპულ ფეხბურთში სეზონის ერთ-ერთი მთავარი შენაძენია და რჩება ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო შემტევად, რომლის წინააღმდეგაც თამაში ძალიან რთულია,'' - წერს გამოცემა.
,,ოქროს ბურთის'' 20 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:
- ლეო მესი
- ერლინგ ჰოლანდი
- კილიან მბაპე
- ვინისიუსი
- კევინ დე ბრუინე
- როდრი
- ილკაი გიუნდოგანი
- ვიქტორ ოსიმენი
- ხულიან ალვარესი
- რობერტ ლევანდოვსკი
- ბერნარდუ სილვა
- კარიმ ბენზემა
- ხვიჩა კვარაცხელია
- ჯუდ ბელინგემი
- ლაუტარო მარტინესი
- ჯონ სტოუნსი
- მარკუს რაშფორდი
- ბუკაიო საკა
- ჯეკ გრილიში
- კაზემირო