ვიქტორ ოსიმენი: "კვარასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მოედანზე კი ყველამ ვნახეთ თუ რა ფეხბურთელია"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"გოლამდე ორი წუთით ადრე ხვიჩა კვარაცხელიამ მითხრა, რომ მე გოლს გავიტანდი და ასეც მოხდა. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. უკვე მესამე წელია აქ ვარ და შევეცდები, რომ კვარას გუნდთან ინტეგრაციაში დავეხმარო. დღეს მოედანზე ყველამ ვნახეთ თუ როგორი ფეხბურთელია კვარაცხელია", - თქვა ნიგერიელმა მეცხრე ნომერმა.შემდეგ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სერია A-ში 21 აგვისტოს "მონცას" წინააღმდეგ გამართავს.