Belive

"კვარაცხელია არაპროგნოზირებადი ტალანტია" - ალესანდრო დელ პიერო

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

Gazzetta dello Sport-თან საუბარში, ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდამ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სინტერესო კომენტარი გააკეთა.

ამომავალმა ქართველმა ვარსკვლავმა სერია A-ს საწყის 5 ტურში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რა მაჩვენებლითაც 21 წლის კვარაცხელია იტალიური საფეხბურთო ელიტის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

წარმატებული დებიუტის შედეგად, კვარა პრაქტიკულად ყველა გავლენიანი იტალიური სპორტული ტაბლოიდის ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. პრესის პარალელურად, ქართველი ვარსკვლავის მიმართ საქებარი სიტყვები არც ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ დაიშურა.

"კულიბალისა და ინსინიეს დაკარგვის შემდეგ, "ნაპოლიმ" რეალური შესაძლებლობები გააცნობიერა?" - დასმულ კითხვას დელ პიერომ საინტერესო პასუხი გასცა.

"გულწრფელად მჯერა, რომ "ნაპოლი" დღეს გაცილებით უფრო ძლიერია. სპალეტის გაწეული შრომით აღფრთოვანებული ვარ - ის გუნდში რადიკალური ცვლილებების პერიოდში მივიდა. სპალეტიმ ააშენა გუნდი, რომელსაც უდიდესი სულისკვეთება და გუნდური მენტალობა გააჩნია. ცალკე აღნიშვნის ღირსია კვარაცხელია. ის არაპროგნოზირებადი ტალანტია. კვარაცხელია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ევროპაში უნდა გაიბრწყინოს".



მშობლიურ ასპარეზზე წარმატებული სტარტის შედეგად, ნეაპოლიტანური კლუბი სერია A-ს სატურნირო ცხრილის სათავეშია. "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გამოცდის ჩაბარება ევროსარბიელზე მოუწევთ. 7 სექტემბერს, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, იტალიურ-ინგლისურ დაპირისპირებას ვიხილავთ, რომელშიც "ნაპოლი" "ლივერპულის" დამარცხებას შეეცდება.

სხვა სტატიები