Le Nazione: "საბა ბევრს სურს, თუმცა ოფიციალური წინადადებით მხოლოდ 2 გუნდი აქტიურობს"
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის ტრანსფერით ევროპის წამყვანი ჩემპიონატების წარმომადგენელი გუნდები აქტიურად ინტერესდებიან.
სერია A-ს და პრემიერ ლიგის გუნდები აქტიურობას არ აკლებენ, თუმცა, როგორც იტალიური სპორტულ გამოცემა 'La Nazione' იუწყება, კონკრეტული ქმედება (შეთავაზება) მხოლოდ ორმა კლუბმა განახორციელა, ესენი არიან სასუოლო და პარმა. აღსანიშნავია, რომ შემდეგ სეზონში ორივე გუნდი სერია A-ში ითამაშებს.
წყაროს ინფორმაციით, გოგლიჩიძის შეძენით ასევე: მილანი, იუვენტუსი, რომა, ლაციო, ბოლონია, უდინეზე და პიზა ინტერესდებიან, მაგრამ კონკრეტული მოქმედება მხოლოდ ზემოთ აღნიშნულებმა განახორციელეს.
აქვე მოგახსენებთ, რომ თავად საბა ამჟამად ემპოლისთან ერთად სეზონის წინა მომზადებას გადის, რომელიც სერია B-ში დაქვეითდა.
საბა გოგლიჩიძე ემპოლიში 2024 წლის იანვარში გადაბარგდა და 36 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 1 საგოლე პასი გაკეთებული.