ჯამალ მუსიალა: "დონარუმა არაფერ შუაშია - ფეხბურთია და ასეთები ხდება"
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ჯიჯი დონარუმასთან შეჯახების შემდეგ, ჯამალ მუსიალამ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მიმდინარე წელს მისი მოედანზე ხილვა შეუძლებელია - ფეხის მოტეხილობის გამო, ჯამალ მუსიალას დაუყოვნებლივ ოპერაციის ჩატარება დასჭირდა, სარეაბილიტაციო პროცესი კი 5-6 თვით განისაზღვრა.
სოციალურ ქსელებში დიდი დავა იყო გაჩაღებული, თუ ვინ იყო დამნაშავე მუსილას ტრავმაში - უამრავი ადამიანი, მათ შორის მანუელ ნოიერიც, ჯამალ მუსიალას ტრავმას - ჯანლუიჯი დონარუმას აბრალებდა და ამბობდა, რომ დონარუმამ მუსიალა განზრახ დააზიანა.
ამ ფაქტის შესახებ, ჯამალ მუსიალამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივებს მიმართა, რომ დაასრულონ ამაზე დავა.
"სამწუხაროა, რომ ასეთი მძიმე ტრავმა მივიღე, თანაც იმ დროს, როდესაც ახალი სეზონისთვის მზადება უნდა დაგვეწყო.
ამ ვიდეოს ჩაწერის მიზეზი კი სრულიად სხვა რამ არის - მინდა ვთქვა, რომ ჩემი ტრავმის ეპიზოდში არავინაა დამნაშავე. სამწუხაროდ, ასეთი სიტუაციები ფეხბურთში ხდება და ამისგან დაცული არავინ არ არის. გთხოვთ მორჩეთ ჩემი ტრავმის შესახებ სხვა ადამიანების დადანაშაულებას..." - ჯამალ მუსიალა
შეგახსენებთ, რომ ჯამალ მუსიალამ 2024/25 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 21 გოლის გატანა შეძლო, ახალი სეზონი კი მას 10-ნომრიანი მაისურით უნდა დაეწყო...