Belive

ვიქტორ ბონიფასი: "იმდენად ხშირად გვაქვს თამაშები, რომ გერმანულის სწავლის დრო არ მაქვს"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის დამატების შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელმა უკვე გამოთქვა ის აზრი, რომ ფეხბურთი ნელ-ნელა მარაზმს ემსგავსება. ამ ყველაფრის მაგალითად კი ის მოჰყავთ, რომ ფეხბურთელებს უკვე 2 დღეში ერთხელ უწევთ თამაში, რის გამოც იმატა ტრავმიანობამ, ფეხბურთელების გადაღლამ და სხვა პრობლემებმა.

ამ ყველაფერზე "ლევერკუზენის" ფოვარდმა - ვიქტორ ბონიფასიმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უკვე მეტისმეტია.

"გერმანულ ენას ვერ ვფლობ, არ მიყვარს ზოგადად ახალი ენის სწავლა და გამიმართლა, რომ გუნდში ყველა ინგლისურ ენაზე საუბრობს. ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის შემდეგ კი საერთოდ დროც კი აღარ მრჩება, რომ ენა ვისწავლო, ეგ კი არა, საკუთარ ოჯახის წევრებთან შეხვედრის დროც კი არ მაქვს.

სამწუხაროა, რომ ფეხბურთელები ასე ფეხებზე დაიკიდეს და საერთოდ აღარავინ აღარ ფიქრობს ჩვენზე, მთავარი მხოლოდ ფულია.

ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის ეს ყველაფერი მარაზმია. რადგან წელი შეიძლება ისე გავიდეს, რომ მაქსიმუმ 2 დღე დავისვენოთ, ეგეც მაქსიმუმია..." - ვიქტორ ბონიფასი

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ბონიფასი "ლევერკუზენის" ღირსებას გასული სეზონიდან იცავს. მან ბუნდესლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში 40 მატჩი ჩაატარა, სადაც 25 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ბონიფასი მე-15 ფეხბურთელია, რომელმაც ახალი ჩემპიონთა ლიგის ფორმატი და საზარლად გადატვირთული გრაფი გააპროტესტა.

სხვა სტატიები