Belive

იამალის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - 17 წლის ვარსკვლავი 1 თვეს იუქმებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების 17 წლის სუპერვარსკვლავი - ლამინე იამალი, ტრავმის გამო 2-3 კვირას იუქმებს.

ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიური კლუბი ადასტურებს.

სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ ლამინე იამალს მარჯვენა ფეხის ტერფზე, პირველი ხარისხის დაზიანება აქვს, რომლის რეაბილიტაციის პროცესსაც 2-3 კვირა სჭირდება, შესაბამისად იამალი სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს და მალევე გაირკვევა ის, თუ რამდენ მატჩში ვერ დაეხმარება იგი "ბარსელონას".

2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელმა აღნიშნული ტრავმა "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც ლა ლიგის მე-13 ტურში "სოსიედასის" წინააღმდეგ ვერ ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში იამალმა "ბარსელონას" მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 6-ჯერ გოლის გატანა, ხოლო 8-ჯერ საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები