Belive

დანილო დიასი: "ხმა ვინისიუსსა და ბელინგემს სწორედ ამიტომ არ მივეცი - როდრი იმსახურებდა მოგებას"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2024 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 28 ოქტომბერს, პარიზში გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ესპანელი ნახევარმცველი - როდრი გახდა, რამაც სოციალურ ქსელსა და საფეხბურთო სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე 2 კვირით ადრე, სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატი - ვინისიუსი იყო, თუმცა, 27 ოქტრომბერს, ანუ ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე 1 დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოქროს ბურთს ვინისიუსი ვეღარ მიიღებდა, რის გამოც მადრიდის "რეალმა" დაჯილდოების ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათი წარმომადგენელი დაჯილდოებას არ დაესწრო.

ჩილელმა სპორტულმა ჟურნალისტმა - დანილო დიასმა, დაჯილდოების შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ძალიან მარტივი ახსნა მაქვს, თუ რატომ არ შევიყვანე ჩემს საუკეთესო 3 ფეხბურთელში ვინისიუსი და ბელინგემი - მათ საშინელი სანაკრებო წელი ჰქონდათ.

ვინისიუსს განსაკუთრებით, რადგან მან კოპა ამერიკაზე კოსტა რიკასთან შეხვედრაში ბურთი 17-ჯერ დაკარგა და არაფერი ღირებული არ გაუკეთებია.

შეხედეთ როდრის მიერ ნათამაშებ ევროპის ჩემპიონატს - ის უბრალოდ ბრწყინავდა. როდესაც ესპანეთის ნაკრები თამაშობდა, უბრალოდ გადაახვიეთ და ნახეთ, თუ რამხელა ძალაა ეს ბიჭი. ცენტრში შეუდარებელია, ბურთით ძალიან კარგად მოქმედებს და როდესაც ის თამაშობს, არცერთი წამით არ გეშინია ცენტრში პრობლემების შექმნის..." - დანილო დიასი

სხვა სტატიები