Belive

"ვინც უკეთესია, უფრო ხშირად იწყებს, ამიტომ კვარაცხელია უფრო მეტს თამაშობს ვიდრე ლინდსტრომი" - რუდი გარსია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნაპოლი 8 ნოემბერს 21:45 საათზე საკუთარ არენაზე უნიონ ბერლინს უმასპინძლებს. რუდი გარსიამ ჩემპიონთა ლიგის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

გუნდი სეზონს ყოველთვის ერთი და იგივე თერთმეტეულით არ თამაშობს. საბედნიეროდ, დღესდღეობით ხუთი ცვლილება გვაქვს და გვეხმარება თამაშზე გავლენის მოხდენაში. მაგრამ ასევე სხვა ფეხბურთელების თამაშზეც ვფიქრობ, ვინც უკეთესი იქნება ის დაიწყებს თერთმეტეულში თამაშს, ეს კი გოლებით და საგოლე გადაცემებით უნდა აჩვენოს, რომელიც გუნდს დაეხმარება სასურველი შედეგის დადებაში. ამიტომ პოლიტანო და კვარაცხელია უფრო მეტს თამაშობენ, ვიდრე ლინდსტრომი.

სხვა სტატიები