Belive

ნაპოლიმ მარიო რუის კონტრაქტი გაუწყვიტა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლი" და მარიო რუი ოფიციალურად დაშორდნენ. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ფეხბურთელმა და კლუბმა გაწყვიტეს კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2026 წლამდე იყო.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ რუი ნაპოლიდან წავიდოდა, თუმცა ის დარჩა კონტეს მოსვლის შემდეგ, მის პროექტში არ მოიაზრებოდა, ვარჯიშობდა და არც ერთ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. ახლა 33 წლის ფეხბურთელს ახალი კლუბის ძიება მოუწევს.

ფეხბურთელის კონტრაქტი 2026 წლის ივნისში იწურებოდა.

ნაპოლი მადლობას უხდის მარიო რუის ლურჯ მაისურში გატარებული წლებისა და გამოჩენილი ერთგულებისთვის - უსურვებს მას საუკეთესოს მომავალ კარიერაში - ვკითხულობთ ნაპოლის განცხადებაში

სხვა სტატიები