Belive

"ვინისთვის ოქროს ბურთის არ მიცემა სამარცხვინო იყო" - რიშარლისონი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მადრიდის "რეალის" დელეგაცია არ იმყოფებოდა, რადგან ცერემონიამდე ფაბრიციო რომანომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ვინისიუს ჯუნიორი არ მიიღებდა, ამის გამო ფლორენტინო პერესმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაჯილდოებაზე არ წასულიყვნენ. საბოლოოდ ოქროს ბურთის მფლობელი როდრი გახდა.

აღნიშნულ ფაქტს, ბრაზილიელი ფეხბურთელი, რიშარლისონი გამოეხმაურა:

ყველა ჩვენგანი, ვინც ფეხბურთით ვცხოვრობთ, ყოველ სეზონზე ინდივიდუალური ჯილდოების გათამაშებას დიდი შფოთვით ველით. დღეს ყველა ბრაზილიელმა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, გაიღვიძა იმ იმედით, რომ ამდენი ხნის შემდეგ მსოფლიოში საუკეთესოს ჯილდოს ჩვენი ქვეყნის ფეხბურთელი მოიგებდა.

სამწუხაროდ, კრიტერიუმებით ვერავინ გაიგებს, პრიზი ვინ როგორ მოიგო, არასწორად არ გამიგოთ, რომ როდრი ცუდი მოთამაშეა, ის მართლაც იმსახურებდა საუკეთესოთა შორის ყოფნას, მაგრამ ვინისთვის ოქროს ბურთის არ მიცემა სამარცხვინო იყო და ერთადერთი ადამიანი, ვინც დღეს წააგო, იყო ფეხბურთი.

მახსოვს, ვინიმ თქვა, რომ მისი ოცნება იყო, ენახა მთელი ბრაზილია, რომელიც მას გულშემატკივრობდა და ეს დღე სწორედ დღეს იყო! გიგანტი და საუკეთესო ხარ მსოფლიოში! არცერთ თასს ამის შეცვლა არ შეუძლია. იარე წინ და არასოდეს გაჩუმდე! ჩვენ ყველანი ერთად ვართ! - რიშარლისონი - "ტოტენჰემის" და ბრაზილიის ნაკრების თავდამსახმელი
View this post on Instagram

A post shared by Richarlison (@richarlison)

სხვა სტატიები